06 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს

ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. მისი სახეობა ტოქსიკოლოგებმა დაადგინეს. გამოძიება ახლა ცდილობს, დაადგინოს, როგორ მოიპოვეს სავარაუდო თავდამსხმელებმა ნივთიერება, რომელიც ზარინის გაზზე იშვიათია.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი კვირას მოწამლეს. ორივე ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. მძიმეა ერთი პოლიციელის მდგომარეობაც, რომელიც მათ დასახმარებლად მივიდა.

ბრიტანეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ყოფილი აგენტის მოწამვლა შესაძლოა, რუსეთთან იყოს კავშირში და გამოძიებას ამ მიმართულებითაც იწყებს.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებს. დღეს უწყების ხელმძღვანელი წინასწარ შედეგებს პარლამენტს გააცნობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები