20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ხონი-ვანის მაჟორიტარული და საპრეზიდენტო არჩევნები - "ევროპული საქართველო" პროდასავლურ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

„ევროპული საქართველო“ პროდასავლურ ოპოზიციას ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, რომ მოახლოებულ ხონი-ვანის მაჟორიტარულ და ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის გამოცხადების შემთხვევაში ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათი შეთავაზებაა, რომ ცაიშში თვითმმართველობის არჩევნებში საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მზად არიან ამ საკითხზე კონსულტაციები ყველ პროდასავლურ პარტიასთან გამართონ.

„ხონი და ვანის არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიო შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატს პროდასავლური პარტიიდან, რომელიც გავა მეორე ტურში,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები