06 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
შტორმი და უამინდობა - ნიუ-იორკში სარკინიგზო და ავიამიმოსვლა შეფერხდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს მეორე ძლიერმა შტორმმა გადაუარა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ნიუ-იორკი დააზარალა, სადაც გადაუღებელი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შემდეგ ინტენსიური თოვა დაიწყო.

თოვლის საფარის სიმაღლე ქუჩებში უკვე 30 სანტიმეტრს აღწევს. სტიქიის ზონაში 100 ათასამდე აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

უამინდობამ სარკინიგზო და ავია-მიმოსვლაც შეაფერხა. ნიუ-იორკის რკინიგზის სადგურში რეისების უმეტესობა გადაიდო, ქალაქის სამივე აეროპორტში კი ფრენების ნახევარი საერთოდ გაუქმნდა.

დღის ამბები