20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ ჩართული კომუნიკაციაში - პრემიერი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე საუბრობს

ბიბილოვის განცხადებების მიუხედავად, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას საოკუპაციო რეჟიმი ერთი თვე არ აპირებს, საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით სეპარატისტულ რეჟიმთან მოლაპარაკებას კვლავაც აგრძელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება ყოველწუთიერად აგრძელებს პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას.

"ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ ჩართული კომუნიკაციაში. მინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი. მეტს ამ წუთას ვერაფერს გეტყვით",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის წევრების თქმით, დეფაქტო ხელისულების განცხადებები მოლაპარაკების შინაარს აცდენილია.

„მუშაობა გრძელდება, ზოგადად, ძალიან ძნელია რამე ლოგიკური დასკვნები გამოვიტანოთ მაშინ, როცა მეორე მხარეს გვყავს აბსოლუტურად არაადეკვატური პარტნიორი, ამ შემთხვევაში ოკუპანტს და იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც მათი მმართველობის ქვეშ არიან“,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

დღის ამბები