20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო

დღეიდან გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაცია დაახლოებით, 30 მისამართზე განხორციელდება, რომელთაგან 20 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშაოები 50 მილიონ ლარამდე ჯდება.

ტერიტორია თბილისის მერმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა დაათვალიერეს. გიორგი კვირიკაშვილმა გუდიაშვილის რეაბილიტაციას „მამულიშვილური საქმე" უწოდა.

„ეს არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც არის დღეს და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუდიაშვილის მოედნიდან მოსახლეობას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც მიმართა.

„მინდა დღეს გუდიაშვილის მოედნიდან მივმართო ყველა ხელოვნებათმცოდნეს, ყველა რესტავრატორს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მართლა ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ის სიმდიდრე, რასაც ძველი თბილისი ჰქვია, იმ ძეგლებს, რითაც ვამაყობთ, თოთოეულ ეზოს, აივანს, ჭიშკარს მოვუაროთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები