20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ოპოზიციას თანხის უტენდეროდ ხარჯვა კითხვებს უჩენს

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 50 მილიონ ლარამდე ჯდება. კონტრაქტორი კომპანიები არიან „ანაგი“ და „ინსი. ოპოზიციის თქმით, თბილისის განვითარების ფონდმა ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა. სოლიდური თანხის უტენდეროდ ხარჯვა ოპოზიციაში კითხვებს უჩენთ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გამარტივებული შესყიდვის გამო თბილისის ბიუჯეტმა, მინიმუმ, 5 მილიონი მაინც დაკარგა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ორივე კომპანია აჭარიდან ბიძინა ივანიშვილის ეზოში ხეების გადარგვის პროცესში არიან ჩართულები.

„კახი კალაძე აგრძელებს „ქართული ოცნებისა“ და დავით ნარმანიას მავნე პრაქტიკას და ყველა მსხვილი ხელშეკრულება ფორმდება ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით, ასევე მოხდა ორბელიანთან დაკავშირებით, როდესაც 52 მილიონი ტენდერის გარეშე გააფორმეს და ახლაც გუდიაშვილის მოედანსაც ასევე, 50 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე აფორმებენ... „ანაგი“ და „ინსი“ არიან კომპანიები, რომლებიც ფაქტობრივად, თბილისელების ფულით ანადგურებენ აჭარის ლანდშაფტს და ბიძინა ივანიშვილისთვის გადააქვთ ხეები აქეთ-იქით“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ.

„გამარტივებული შესყიდვისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანია ის, რომ აქ არის კულტურული სტატუსის მქონე ძეგლები, სწორედ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ აპრიორი ფასი, რასაც ხშირ შემთხვევაში ტენდერებისგან ვიღებთ ხოლმე, აქ უმთავრესია ხარისხია,“- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები