06 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
"უოლტ დისნეიმ" მიკი მაუსის 90 წლის იუბილის აღნიშვნა დაიწყო

კომპანია "უოლტ დისნეიმ" მიკი მაუსის 90 წლის იუბილის აღნიშვნა დაიწყო. საზეიმო ღონისძიებები მთლიანად მსოფლიოს მასშტაბითაა დაგეგმილი. პირველ ცერემონიას კი დისნეი ლენდმა უმასპინძლა.

გასართობ პარკში მიკი მაუსის დაბადების დღის აღსანიშნავად სპეციალური ჩვენება სახელწოდებით "ყველაზე ბედნიერი შოუ დედამიწაზე" მოეწყო.

კოლექცია მთლიანად დისნეის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს მიეძღვნა. დეფილეზე წარმოდგენილი კოსტიუმები კომპანიის ოფიციალურ მაღაზიებშიც გაიყიდება.

დღის ამბები