20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
„ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ“- პრემიერი

საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ მოხდება, თუ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად ყველა ერთად იმოქმედებს.

„ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ. შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასა და ორგანიზებული დანაშაულის მომატების საკითხზე იმსჯელეს.

შვედეთის შს მინისტრის განცხადებით, ორგანიზებული დანაშაული საქართველოს, ლიტვისა და პოლონეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით მიგრაციასთან ერთად გაიზარდა. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ დგას, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ ამ საკითხმა შესაძლოა წამოიწოს

დღის ამბები