საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ვიზალიბერალიზაციის საკითხს პოლიტიკურ სპეკულაციებისთვის ნუ გამოიყენებენ.
თალაკვაძის განცხადებით, ის საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სთხოვს მანამდეც იდგა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ იგივე მოთხოვნები შენგენის წევრი ქვეყნების ნაწილს საქართველოს გარდა სხვას ქვეყნებთანაც აქვს.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც ცნობილია, რომ საქართველოს შემუშავებული აქვს რისკების მართვის მექანიზმი.
„ჩვენ წინასწარ მივიღეთ კანონები შევქმენით ყველანაირი მექანიზმი იმისათვის, რომ რისკების მართვა ამ მიმართულებით მოგვეხდინა - ეს იცის ევროკავშირმა. არ დგას დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უნდა მოერიდონ.
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაგრძელდეს ნორმალურ რეჟიმში, აქ ბუნებრივია არანაირი უარყოფითი ტენდენციები არ გვაქვს. ის საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას იდგა მანამდეც, ეს არის სამუშაო საკითხები და ეს არის ის საკითხები, რომელიც ევროკავშირს არამხოლოდ საქართველოსთან არამედ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც აქვს განხილვის რეჟიმში“- ამბობს თალაკვაძე.