20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
„უბრალოდ, მართლა ვამბობ, რომ იყო გარკვეული პიკი, რომელიც აუცილებლად გადაივლის“- სუბარი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება და შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, სუბარი თვლის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდება, რადგან ბოლო პერიოდში მიგრანტთა პიკი იყო, რაც მინისტრის განცხადებით, გადაივლის.  

„ცხადია, შეიქმნა ცოტა რთული ვითარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე წავიდა და ძალიან ბევრმა მოითხოვა ერთდროულად თავშესაფარი, თუმცა მგონია, რომ ეს მაინც არის პიკი რომელიც აუცილებლად გადაივლის. მეორე მხრივ ჩვენც ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ეს შეჩერება არ მოხდეს და არც მოხდება დარწმუნებული ვარ.

უბრალოდ, მართლა ვამბობ, რომ იყო გარკვეული პიკი, რომელიც აუცილებლად გადაივლის. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და თავის შანსებსაც, იმიტომ რომ არავითარი შანსი რომ მიიღონ თავშესაფარი არ აქვთ და ამით უფუჭებენ საქმეს არამხოლოდ სხვა მოქალაქეებს არამედ საკუთარ თავსაც,“-აცხადებს სოზარ სუბარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები