20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო - თბილისის მერიამ მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვით ორ კომპანიას „ინსის“ და „ანაგს“ დაუკვეთა. სამუშაოებზე 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ნაციონალურ მოძრაობა“ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ორივე კომპანია ხელისუფლების გავლენიან პირებთან დაახლოებულია და ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გადატანით არის დაკავებული.

თბილისის მერის მიერ „ინსისთან“ და „ანგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით თბილისელებს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, ოპოზიციის მონაცემებით, მინიმუმ ხუთი მილიონი ლარით ძვირი დაუჯდება.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას „თბილისის ჰამქარი“ ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ თუ მოედანს პირვანდელ სახეს დაუკარგავენ და შენობებს სტანდარტების დაცვით არ აღადგენენ, აქციები გარდაუვალი იქნება.

სამოქალაქო სექტორი თბილისის მერიასაც მიმართავს, შექმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც რეაბილიტაციის პროცესს დააკვირდება.

თბილისის მერს, კახა კალაძეს კი მიაჩნია, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 2 კომპანიის კონკურსის გარეშე შერჩევა კითხვებს არ უნდა აჩენდეს.

რეაბილიტაციის ფარგლებში 30-მდე შენობა აღდგება, რომელთა შორის 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

დღის ამბები