20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნოდ თანამშრომლობის განსხვავებული სტრატეგია აქვთ

საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატი თუ მეორე ტურში გასული კანდიდატის მხარდაჭერა - ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო თანამშრომლობის განსხვავებული სტრატეგია აქვთ.

„ევროპული საქართველო“ თანამშრომლობას მხოლოდ პროდასავლურ ოპოზიციას, ყველა მოახლოებული არჩევნებისთვის სთავაზობს. სერგი კაპანაძემ კოლეგებს მოუწოდა ვანი-ხონის შუალედური და საპრეზიდენტო არჩევნებისას წინასწარ შეთანხმდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ყველა ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს.

სოფელ ცაიშში კი მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ ერთი, საერთო კანდიდატის წარდგენაზე საუბრობს.

შუალედურ არჩევნებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტიისთვის მიუღებელია. ოპოზიციის წევრები თვლიან, რომ მთავარია შეთანხმდნენ საერთო კანდიდატზე და არა მეორე ტურის შემდეგ სამოქმედო გეგმაზე.

საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის მიერ ერთიანი კანდიდატის დაყენება პრინციპულია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“. პარტიაში თვლიან, რომ არჩევნებში ცალკე მონაწილეობით ნებისმიერი ოპოზიციური ძალა ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.

მეორე ტურისას გაერთიანებაში აზრს ვერ ხედავენ გიორგი ვაშაძის პარტიაში, კანდიდატზე შეთანხმებას აქაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომელიც თუნდაც პრაიმერის გზით გამოვლინდება.

ევროპულ საქართველოსთან ნებისმიერ საკითხზე კონსულტაცია მიუღებელია „ლეიბორისტებისთვის“.

„ევროპული საქართველო“ კონსულტაციებისთვის მზადაა, რა ფორმატში ან როდის გაიმართება მსჯელობა, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები