20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედიის სპეკულიანტობა უკიდურესად სამარცხვინო საქციელია,“ - ჯონდი ბაღათურია

„მინდა მოგიწოდოთ, რომ ტატუნაშვილის და ოჯახის ტრაგედიის სპეკულიანტობა,  უკიდურესად სამარცხვინო საქციელია,“ - ეს განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში", ოკუპირებულ ახალ გორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა. 

ბაღათურიამ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ბაღათურია ფიქრობს, რომ ტატუნაშვილი მოკლულია და სწორედ ამიტომ, განზრახ აგვიანებენ მის ოჯახის გადასვენებას.

„მინდა მივუსამძიმრო, ის ნამდვილად ძალიან ვაჟკაცი ადამიანი იყო. კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვთქვა ყველას მიმართ, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, რომ ტატუნაშვილის და ოჯახის ტრაგედიის სპეკულანტობა, უკიდურესად სამარცხვინო საქციელია,“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

დღის ამბები