ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი განსახილველი თემა, საქართველოს პრეზიდენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების სამუშაო სადილის დროს.
გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამართულ მიღებაზე ქვეყნებში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრეს.