20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"ერთად დავამარცხოთ ოკუპაცია" - იუსტიციის სახლთან ოპოზიციური პარტიების აქცია გაიმართება 

"ერთად დავამარცხოთ ოკუპაცია" - ამ სლოგანით იუსტიციის სახლთან შეკრებას დღეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთა აპირებს. მათ შორის იქნებიან "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები", "ლეიბორისტები", "ნაციონალური მოძრაობის", "ედპ"-სა და "ახალი საქართველოს" წარმომადგენლები.

ისინი რუსეთის ქმედებებს აპროტესტებენ და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულად გადმოცემას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორები გააპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან არსებულ პოლიტიკასაც. აქციას უერთდება სამოქალაქო სექტორიც.

„ჩვენ მივმართავთ ყველა ბერკეტს, აქციას და პროტესტის ფორმას და დავუპირისპირდებით იმ მავნე პოლიტიკას, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო ატარებს,“-აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრი სერგი გიგანი.

დღის ამბები