06 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ქალთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობით აღნიშნეს

ქალთა საერთაშორისო დღე მსოფლიო სხვადასხვა ქალაქში მსვლელობით აღნიშნეს.

ხალხმრავალი მარში გაიმართა ესპანეთის ქალაქებში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ასობით ათასი ქალი გაიფიცა. აქციის მონაწილეები ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალურ თანასწორობასა და თანაბარ ანაზღაურებას ითხოვდნენ.

ქალთა წინააღმდეგ ძალადობის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა სტამბოლის ქუჩებშიც.

მარში გაიმართა პარიზშიც, ასობით ქალი თანასწორობის მოთხოვნით ეიფელის კოშკთან შეიკრიბა. ქალთა დღე მსვლელობებით აღნიშნეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებშიც.

დღის ამბები