06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ბრიტანეთში რუსი აგენტის მოწამვლის შემდეგ იმავე სიმპტომებით საავადმყოფოში 19 ადამიანი მოხვდა

ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის შემდეგ, მსგავსი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში კიდევ 19 ადამიანი მოხდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, იშვიათი ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერებით მოწამლულებს სრული გამოკვლევა ჩაუტარდათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

საავადმყოფოში რჩება პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე, სერგეი სკრიპალის დასახმარებლად პირველი მივიდა.

ყოფილი რუსი აგენტი და მისი ქალიშვილი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში არიან. ისინი რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.

დღის ამბები