06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა და გადადებული ავიარეისები - აშშ-ში ძლიერი შტორმია

აშშ-ში კვლავ ძლიერი შტორმი და დიდთოვლობაა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მილიონზე მეტი ოჯახი.

ყველაზე მეტად ნიუ-იორკის, კონექტიკუტის, მასაჩუსეთსის და ნიუ-ჯერსის შტატები დაზარალდა.

დიდთოვლობის გამო შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა. გადაიდო და გაუქმდა ავიარეისების დიდი ნაწილი. სტიქიის ზონაში დაიხურა სკოლები.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

დღის ამბები