06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ბრიტანეთის შს მინისტრს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 14 ადამიანის, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამოძიებას სთხოვენ

ბრიტანელი პარლამენტარები შინაგან საქმეთა მინისტრს, ქვეყნის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 14 ადამიანის, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტის ხელახალ გამოძიებას სთხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი იმ საქმეების გადახედვას ითხოვს, სადაც გარდაცვალების გარემოებები ბრიტანეთის პოლიციამ საეჭვოდ მიიჩნია, ხოლო შეერთებული შტატების სპეც სამსახურები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს შემთხვევები შესაძლოა რუსეთის სახელმწიფოსთან იყოს დაკავშირებული.

გამოცემის ინფორმაციით, მსგავს გარემოებებში დაღუპულთა უმრავლესობა, მათ შორის ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, ბორის ბერეზოვსკისთან ან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ალექსანდრე ლიტვინენკოსთან იყვნენ კავშირში.

დღის ამბები