20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ფხალაძე შეთანხმების დეტალებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან, ქართული მხარის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის ტემპის დაჩქარების საშუალებად ფასდება.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატი, ითვალისწინებს უშუალო ურთიერთობას შესაბამის ევროკომისრებთან, რასაც ჟან-კლოდ იუნკერი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანს.

„მიღწეული შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს უპირველეს ყოვლისა ეს არის დღეს არსებული ფორმატების გაძლიერება და აყვანა უკვე უმაღლეს დონეზე. გარდა ამისა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება სექტორალურ ინტეგრაციას ანუ ეს არის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმები, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში მოგვცემს პირდაპირ სექტორალური თანამშრომლობის შესაძლებლობას.

შესაბამისად ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, შესაბამის კომისრებთან, უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას. ყველაფერი ეს იქნება უშუალოდ, პრეზიდენტ იუნკერის მეთვალყურეობის ქვეშ და განსაკუთრებით დააჩქარებს ჩვენი ევროინტეგრაციის ტემპებს,“-აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

დღის ამბები