20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"ერთად დავამარცხოთ ოკუპაცია" - აქცია იუსტიციის სახლთან 

"ერთად დავამარცხოთ ოკუპაცია" - ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ.

ისინი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას აპროტესტებენ და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულად გადმოცემას ითხოვენ.

აქციაში „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „ლეიბორისტები“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ დემოკრატებისა“ ,„ახალი საქართველოს“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.

„ჩვენი მოთხოვნაა საქართველოში დავამარცხოთ ოკუპაცია და  რუსეთის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. აქედან გამომდინარე რამდენიმე პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო სექტორი წარმომადგენლები მოვუწოდებთ ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენელს შემოგვიერთდნენ და ერთად  გავაპროტესტოთ და დავძლიოთ საქართველოს ოკუპაცია“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდები ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენელი მანანა ანდღულაძე.

დღის ამბები