06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
პოლ მანაფორტს სასამართლოს შენობასთან რუსული დროშა ესროლეს 

პოლ მანაფორტს სასამართლოს შენობასთან რუსული დროშა ესროლეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა პროცესის დასრულების შემდეგ შენობა დატოვა.

დაუდგენელმა მამაკაცმა პოლ მანაფორტს მოღალატე უწოდა და რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორს რიკ გეითს გამოძიება იანუკოვიჩის რეჟიმის ინტერესების ლობირებას, გადასახადებისთვის თავის არიდებას და ფულის გათეთრებას ედავება.

ბრალი მათ სპეც პროკურორმა რობერტ მალერმა წარუდგინა, რომელიც ტრამპის გარემოცვის წევრების რუსეთთან კავშირებს და საარჩევნო პროცესში მოსკოვის ჩარევას იძიებს.

პოლ მანაფორტმა სასამართლო სხდომაზე წაყენებული ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო.

დღის ამბები