06 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
ისრაელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

ისრაელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

ასობით მორწმუნე იერუსალიმის ცენტრში შეიკრიბა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმა გააპროტესტა.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სამხედრო სამსახური ორთოდოქსი ებრაელებისთვის და სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებისთვისაც სავალდებულო ხდება.

პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა იერუსალიმის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს და პოლიციის მოთხოვნას გზის გახსნის თაობაზე არ დაემორჩილნენ, რასაც შეტაკებები მოჰყვა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

დღის ამბები