06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
მსახიობ მარკ ჰამილს ვარსკვალვი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა.

2 630-ე ვარსკვლავი, მსახიობ მარკ ჰამილს გაუხსნეს, რომელმაც მაყურებელს თავი "ვარსკვლავურ ომებში" შესრულებული როლით დაამახსოვრა.

პოპულარულ კინოსაგაში მარკ ჰამილი "ლიუკ სქაი-ვოქერის" პერსონაჟს ასახიერებს.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ვარსკვლავური ომების შემქმნელი რეჟისორი - ჯორჯ ლუკასი და ჰამილის კოლეგა ჰარისონ ფორდი დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების დროს ჰოლივუდის ბულვარი რამდენიმე საათით გადაიკეტა.
ცნობილი კინო-საგას შემქნელებმა ფანებისთვის საგანგებოდ მომზადებული პერფომანსიც გამართეს.

დღის ამბები