20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
„როგორც ვიცი, დეფაქტო ხელისუფლება ცხედრის გადმოცემას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში აპირებს“ - პასკალ მონიე

„როგორც ვიცი, დეფაქტო ხელისუფლება აპირებს სრული ინფორმაციის გასაჯაროებას და ცხედრის გადმოცემას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში,“ - ეს განცხადება, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პასკალ მონიემ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ელჩის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

„ტატუნაშვილის საკითხის გამოძიებაზე საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ეს თემა განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. როგორც ვიცი, დეფაქტო ხელისუფლება აპირებს სრული ინფორმაციის გასაჯაროებას და ცხედრის გადმოცემას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. ყველა ზომა გატარდება იმისთვის, რომ გაირკვას, რა მოხდა რეალურად. საერთაშირისო თანამეგობრობა აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში და ელოდება შედეგებს,“ - განაცხადა პასკალ მონიემ.

დღის ამბები