„ფაქტი, რომელსაც ტატუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან სერიოზულია,“ - ეს განცხადება, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, იოჰანეს დოუმამ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.
იოჰანეს დოუმამ მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, გარდაცვლილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცეს ოჯახს.
„ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი ფაქტი, რომელსაც ტატუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან სერიოზულია. მჯერა, რომ ეს ფაქტი ყველასთვის შემაშფოთებელია და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს,“ - განაცხადა იოჰანეს დოუმამ.