საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, რუსეთის წინააღმდეგ მისაღები რეზოლუციის შინაარსს ეხმაურება.
მმართველი გუნდის და ოპოზიცია ერთობლივი რეზოლუციის შემუშავებას ცდილობს, სადაც რუსეთის ქმედებები დაგმობილი იქნება. ოპოზიცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს, რასაც მმართველ გუნდში, ჯერჯერობით, არ იზიარებენ.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ისინი ოპოზიციის გარდა, კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც გეგმავენ. თუმცა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან კონსულტაციების თარიღი არ კონკრეტდება.
საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ქვეყნის პირველი დიპლომატი.
„ჩვენ კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კონსულტაციებს, გვექნება კონსულტაციები ამ საკითხზეც, ისევე, როგორც გვაქვს ყველა სხვა საკითხზე პარლამენტთან,“ - მიხეილ ჯანელიძემ.