20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
პრემიერის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული - ჯანელიძე 

„პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებითა და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული,“- ამ განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის იმ მიმართვას გამოეხმაურა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას გაუგზავნა.

პრემიერის განცხადებით, ის მზად არის თავად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

პრემიერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან, ამ კუთხით კი "მისასალმებელი იქნებოდა" საკითხისადმი რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა.

„მოლაპარაკებები იმართება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ადრეც იქნა გაჟღერებული და მისი მზაობა, რომ ის პირადად ჩაერთოს ამ ფორმატში, რათა მოძებნილი იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები და კონფლიქტის მოგვარების გზები.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებითა და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული. ველით, რომ რუსეთის ფედერაცია შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს“-ამბობს ჯანელიძე.

პრემიერის განცხადებას დროულს უწოდებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. მიხეილ გიორგაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გარდა, მოხდეს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლებაც.

„საქართველოს მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც გააჩნია საქართველოს მთავრობას, იმისთვის რომ ეს საკითხი სასწრაფოდ გადაწყდეს და არამხოლოდ ცხედრის გადმოცემა მოხდეს არამედ იმ ორი ადამიანის დაბრუნება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება ამ საკითხის სიმძაფრისა და მნიშვნელობის ხაზგასასმელად ნამდვილად დროული იყო,“-ამბობს გიორგაძე.

საქართველოს პრემიერი, კრემლისთვის გაგზავნილ განცხადებაში, ასევე აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანა რთული რეალობის წინაშე დგას. გიორგი კვირიკაშვილს მაგალითად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და ცხედრის გადმოცემის პროცესის გაჭიანურება მოჰყავს.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, გადადგან ერთობლივი ნაბიჯები არსებული რთული ვითარების დასაძლევად.

დღის ამბები