20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
კახეთის გუბერნიის შესყიდვებს რომ გადახედოთ, ვერ გაარკვევთ, ეს კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობმაგნატი - "ლეიბორისტების" წევრი

„წელს კახეთის გუბერნიის შესყიდვებს, ტენდერს რომ გადახედოთ, ვერ გაარკვევთ, ეს კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობმაგნატი",- ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორს საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ნიკა ვარდოშვილმა კახეთის გუბერნიის წინ პერფორმანსი მოაწყო.

"წელს კახეთის გუბერნიამ შეისყიდა 80 ათასი ლარის საწვავი“-, განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.

ვარდოშვილის ბრალდებებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უპასუხა. ნინო უტიაშვილის თქმით, ნიკა ვარდოშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს თანხა არ არის შეძენილი, ეს არის საორიენტაციო, სახელშეკრულებო თანხა, რომელიც წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყოველთვიური გახარჯვის მიხედვით იქნება დაანგარიშებული, რეალურად წლის ბოლოს შესაძლებელია და როგორც წესი, გაცილებით ნაკლები არის ხოლმე ეს თანხა“,- აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.

დღის ამბები