06 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
მერკელმა პოლიტიკურ პარტნიორთან კოალიციური მთავრობის ძირითადი შემადგენლობა შეათანხმა

ანგელა მერკელმა პოლიტიკურ პარტნიორთან კოალიციური მთავრობის ძირითადი შემადგენლობა შეათანხმა. როგორც ირკვევა, ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ჰაიკო მაასი დაიკავებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრად მუშაობის დროს ჰაიკო მაასმა რადიკალიზმის მოწინააღმდეგის რეპუტაცია დაიმსახურა, ხოლო მისი ძალის პოზიციიდან საუბრის უნარი დღევანდელ ქაოტურ მსოფლიოში დიპლომატისთვის აუცილებელი თვისებაა.

ვიცე-კანცლერისა და ფინანსთა მინისტრის პოსტს ოლაფ შოლცი დაიკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრად კი ფრანცისკა გიფი ინიშნება.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს ახალ მთავრობაში გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოზიციას.

დღის ამბები