06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ბარაკ ობამა მეუღლესთან ერთად ტელეშოუს წაიყვანს

ბარაკ ობამა მეუღლესთან ერთად ტელეშოუს წაიყვანს. The New York Times-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამა გადაცემებში, შესაძლოა, ისეთი დისკუსიების მოდერატორი გახდეს, რომლებიც ჯანდაცვის პრობლემებს, საარჩევნო უფლებებს, საემიგრაციო პოლიტიკასა და კლიმატის ცვლილებებს შეეხება.

ჟურნალისტის ცნობით, ბარაკ ობამა არ აპირებს საკუთარ გადაცემებში პასუხი გასცეს იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელსაც მისი ადმინისტრაციის მიმართ დონალდ ტრამპი გამოთქვამს.

როდის გავა პირველი გადაცემა Netflix-ის ეთერში, უცნობია. The New York Times-ის ინფორმაციით, კომპანია მზად არის ობამების წყვილს ექსკლუზიური შოუებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადოს.

დღის ამბები