20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"პრემიერის პირით ივანიშვილი აჟღერებს გზავნილს, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არის ერთადერთი გზა"- სალომე სამადაშვილი

„საქართველოს პრემიერი საუბრობს დათმობაზე... ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია საქართველოს ხელისუფლების“-ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატი სალომე სამადაშვილი, პრემიერის იმ მიმართვას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთი ხელისუფლებას გაუგზავნა.

სამადაშვილის თქმით, მაშინ როცა საუკეთესო დროა, საქართველომ რუსეთზე ზეწოლის საკითხი საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დააყენოს, ის დათმობის პოლიტიკას არჩევს.

„ცინიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე როდესაც ჩვენი მოქალაქის ცხედარს არ უბრუნებენ ოჯახს, ვხედავთ, რომ პრემიერის პირით ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ აჟღერებს გზავნილს, რომ რუსეთთან უპირობო დათმობის და დათმობის პოლიტიკა არის ერთადერთი გზა.

სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროა, მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდაზე, როდესაც ამის ფონი არის საუკეთესო, ამის ნაცვლად საქართველოს პრემიერი საუბრობს დათმობაზე, მაგრამ ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია საქართველოს ხელისუფლების“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები