20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
„ტონალობა მართალი გითხრათ, იყო სამარცხვინო" - ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებას აფასებს

"ტონალობა იყო სამარცხვინო," -ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი პრემიერის იმ განცხადებას, რომელიც მთავრობის მეთაურმა კრემლს გაუგზავნა.

ზურაბიშვილის თქმით, განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ საქართველო მზად არის გარკვეული დათმობებისთვის, მაგრამ პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, რა უნდა დათმოს იმ ხელისუფლებამ, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„ტონალობა მართალი გითხრათ იყო სამარცხვინო, პირდაპირ რომ ვთქვათ. აი, რომ იწუწუნებ ადამიანი: რომ ჩვენ კარგად ვიქცევით, ამისთვისაც მზადა ვართ, იმისთვისაც მზადა ვართ და აი ამას რატო მიკეთებ? ყველაზე ცუდი, რაც კი რუსეთთან მიმართებაშია ეს არის დაყვავებითა და ენის მოჩლექით ლაპარაკი. რა თქმა უნდა არ გაამართლა ამან და ვერც გაამართლებს, მაგრამ დასკვნები ვერ გამოაქვს ხელისუფლებას და პრაქტიკულად აგრძელებს იმავეს. ამ მიმართვაში ჩვენ ვერაფერი ახალი ვერ დავინახეთ, თუ დავინახეთ რამე უფრო ის, რომ ჩვენ მზად ვართ რაღაც გაუგებარი დათმობებისთვის და მე არ ვიცი, რა დათმობები უნდა გაიღოს, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და სეპარატისტული რეჟიმებია აღიარებული. იქ საერთოდ რა უნდა დათმოს საქართველომ, წარმოდგენა არ მაქვს. რა უნდა დათმოს იმ დროს, როცა მიცვალებულის ცხედარს არ აძლევენ?“- ამბობს ზურაბიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები