თითოეულ ქვეყანას უნდა ჰყავდეს აბსოლუტურად თავისუფალი მედია, ეს არის უმთავრესი რამ წარმატებული საზოგადოებისთვის - ეს განცხადება საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა გააკეთა.
ანდრეს მამიკინსის თქმით, ევროპარლამენტი შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ისა და „იბერიას“ საქმეების გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველჰყოს თავისუფალი მედია.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ „რუსთავი 2"-ისა და „იბერიას“ საქმეების გამო და ვფიქრობ, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ეს არის თავისუფალი მედიის მიღება. რადგან არსებული კოალიციის კრიტიკა, შენიშვნების მიცემა და კომენტარების გაკეთება არის თავისუფალი საზოგადოების ერთადერთი მოვალეობა და ეს უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი მედიის საშუალებით. საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ქართველ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას გვაქვს პოზიციების თანხვედრა თავისუფალი მედიის არსებობის საჭიროებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ანდერს მამიკინსი.