20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"ნებისმიერი მინიშნება პირდაპირ დიალოგზე ოკუპანტ ქვეყანასთან, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებაა" - ნინო გოგოუაძე პრემიერის განცხადებას აფასებს

„დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ამ ფაქტს არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება და არ იწყებს დაუფარავად პრორუსული პოლიტიკის გატარებას,“-აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე, საქართველოს პრემიერის იმ განცხადებაზე საუბრისას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციას გაუგზავნა.

გოგუაძის თქმით, ყველანაირი მინიშნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირდაპირ დიალოგზე არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება.

„ჩვენს ოკუპანტ ქვეყანასთან, მტერ სახელმწიფოსთან, ასეთი ტონით ლაპარაკი არის დაუშვებელი, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამ სახელმწიფომ მოკლა ჩვენი თანამემამულე და მისი ცხედარი დააპატიმრა. ამ სახელმწიფოსთან გონივრულობაზე, ჰუმანურობაზე ლაპარაკი არის ან სიბრიყვე ან თვალთმაქცობა და ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ამ ფაქტს არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება და არ იწყებს დაუფარავად პრორუსული პოლიტიკის გატარებას, რადგან ნებისმიერი მინიშნება პირდაპირ დიალოგზე ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან, ეს არის  დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება“-აცხადებს ნინო გოგუაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები