20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციის მიღების პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით დეპუტატები განმარტებას აკეთებენ

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტს რეზოლუცია ამ დრომდე არ მიუღია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია დოკუმენტის შინაარსზე ვერ თანხმდება. განახლდება თუ არა კონსულტაციები დღეს, ჯერ უცნობია.

რეზოლუციის მიღების პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით განცხადებები მმართველ გუნდში გააკეთეს.

„გაჭიანურებას რასაც ეძახიან და ამას უკავშირებენ რაღაც ორჭოფობას სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის, გამოუვალ მდგომარეობაში რომ ადამიანი ჩავარდება და აღარ იცის, რა თქვას, ზუსტად, ასეთი განწყობა, ასეთი ფიქრი მაქვს, ასეთი ხედვა მაქვს ამ გამონათქვამების მიმართ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რეზოლუციის მიღება-არმიღება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან არ არის დაკავშირებული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმდება.

„თუ ვინმე ფიქრობს ახლა, რომ რეზოლუციის მიღება-არმიღებასთან არის დაკავშირებული ცხედრის გადმოცემა, მაპატიეთ, დიდ ბოდიშს ვიხდი ყველასთან, მაგრამ საკმაოდ გულუბრყვილო დამოკიდებულება არის საკითხისადმი. რაც შეეხება რეზოლუციის ერთიან პროექტს, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს იქნება ძალიან კარგი თუ ოპოზიცია და ხელისუფლება მიიღებს ერთობლივ რეზოლუციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ის, რომ ახლა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ცოტათი გაჭიანურდა მუშაობა, ეს არის ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.

არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება „პატრიოტთა ალიანსში“ გაკეთდა.

„ეს ჩვენი ძალიან ფუნდამენტალური უფლებაა, რომ დავსაჯოთ დამნაშავე, სადაც არ უნდა იყოს ის. სანქციები, რაც იქ ჩამოთვლილია მწირი, რაც ჩვენ მართლა პრაქტიკულად შეგვიძლია, რომ განვახორციელოთ, ძალიან უსუსურად გამოიყენება. კი ბატონო, დავუჭერთ მხარს, მაგრამ მაგალითისთვის მომყავს, რომ დადგენილ მკვლელს უარი ეთქვას მაგალითად, უფასო სამედიცინო დახმარებაზე, ძალიან უსუსურად გამოიყურება," - განაცხადა ადა მარშანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები