კანონმდებლები ჯანდაცვისა და კულტურის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრას განიხილავდნენ. დეპუტატები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური პაკეტის მომზადებაზე მსჯელობდნენ.
ცვლილებების მიხედვით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ, რის შემდეგაც კონკრეტული ინიციატივები მომზადდება. მათგან ერთ-ერთი ელექტროენერგიის სუბსიდირებაა.