06 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
კალიფორნიაში ვეტერანთა სახლზე თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა

კალიფორნიაში ვეტერანთა სახლზე თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა ქალაქ იონტ-ვილში მოხდა. 36 წლის შეიარაღებული მამაკაცი დაწესებულებაში შეიჭრა, სადაც საბრძოლო მოქმედებების ათასამდე მონაწილე ცხოვრობს.

თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა და სამართალდამცველებთან კონტაქტზე უარი თქვა. ერთსაათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ პოლიცია შენობაში შევიდა და 4 ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის სამი მძევლის და ერთი თავად ეჭვმიტანილის.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს ე.წ. ომის სინდრომი აწუხებდა და რეაბილიტაციის კურსსაც გადიოდა.

დღის ამბები