06 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი ფხენიანთან გარიგებაზე მუშაობს - ტრამპმა კომენტარი "ტვიტერით" გაავრცელა

დონალდ ტრამპი ფხენიანთან გარიგებაზე მუშაობს და ამბობს, რომ მისი რეალიზება მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება.

კიმ ჩენ ინთან შეთანხმების ალბათობაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კომენტარი "ტვიტერით" გაავრცელა.

მანამდე კი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას დასთანხმდა.

ეს გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად, მრჩევლებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო. მოგვიანებით კი თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ლიდერების შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ფხენიანი კონკრეტულ ნაბიჯებს პირველი გადადგამს.

წერილში, რომელიც კიმ ჩენ ინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაუგავნა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ნახევარკუნზულის ბირთვული განიარაღების სურვილი გამოთქვა და პირობა დადო, რომ ამერიკასთან მოლაპარაკებების მსვლელობის პერიოდში ბირთვულ პროგრამას და ბალისტიკური რაკეტების ცდას შეაჩერებს.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა მაისის ბოლო რიცხვებში გაიმართოს.

დღის ამბები