20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
პრემიერის რუსეთისთვის გაგზავნილი წერილი აქციით გააპროტესტეს

პრემიერის გუშინდელ განცხადებას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. მათ გიორგი კვირიკაშვილის სახლთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები პრემიე-მინისტრის მიერ რუსეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა იყო პასუხის გაცემა, თუ რატომ გააკეთა პრემიერმა ასეთი განცხადება იმ ფონზე, როდესაც არცილ ტატუნაშვილის ცხედარს ქვეყენას არ უბრუნებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე გუშინ გაკეთებული განცხადების გამო.

დღის ამბები