06 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
ბრიტანული მედია სერგეი სკრიპალის მოწამვლის ახალ ვერსიაზე საუბრობს

გამომძიებლებმა ბრიტანეთში მოწამლული რუსი აგენტის - სერგეი სკრიპალის, ცოლ-შვილის საფლავები შემოღობეს.

სამართალდამცველები ქალაქ სოლსბერის სასაფლაოზე სპეციალური დამცავი კოსტიუმებით მივიდნენ.

მომხდარის გამოძიებაში პოლიციას ანტი-ტერორისტულ განყოფილებას სამხედრო პერსონალიც დაეხმარება. ქალაქში ქიმური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის 180 ექსპერტი გაიგზავნა.

66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ამ დრომდე სოლსბერის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან.

ჰოსპიტალში გუშინ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა, დღეს კი ის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. 

ბრიტანული მედიის ახალი ვერსიის თანახმად, რუსი აგენტი და მისი შვილი შესაძლოა, არა ქუჩაში თავდასხმის შედეგად, არამედ საკუთარ სახლში მოწამლეს, რადგან სამართალდამცველი, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, შეუძლოდ სწორედ სკრიპალის სახლის დათვალიერების შემდეგ გახდა. 

დღის ამბები