06 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
გუთას რაიონს მებრძოლები ტოვებენ

სირიის აღმოსავლეთ გუთას რაიონს მებრძოლები ტოვებენ. სირიის სამთავრობო ძალებმა მებრძოლების მიერ კონტროლირებადი რაიონი ალყაში მოაქციეს და მეამბოხე ძალებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გახსნეს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დეესკალაციის ზონა უკვე დატოვა 13-მა მებრძოლმა. ისინი აღმოსავლეთ გუთადან ოჯახის წევრებთან ერთად გაიყვანეს და სავარაუდოდ, იდლიბში ჩაიყვანენ.

დეესკალაციის ზონის შექმნის მიუხედავად, აღმოსავლეთ გუთაში იერიშები გრძელდება.

ადგილზე მომუშავე მოხალისეების ინფრომაციით, ქალაქზე რამდენიმე ავიაიერიში განხორციელდა, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება.

სირიის სამთავრობო ძალები კი ცეცხლის გახსნაში მეამბოხეებს ადანაშაულებენ. სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ გამშვებ პუნქტზე, სადაც ჰუმანიტარულ კოლონას უნდა გაევლო, მეამბოხეებმა იერიში საზენიტო დანადგარებით მიიტანეს.

დღის ამბები