06 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
სლოვაკეთში, ჟურნალისტის მკვლელობის გამო, პრემიერის გადადგომას ითხოვენ

ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ სლოვაკეთში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება. მოსახლეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს მართავს.

მომიტინგეები რობერტ ფრიკოს გამომძიებელი-ჟურნალისტის მკლელობის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, პრემიერი სიმართლის დადგენაში დაინტერესებული არ არის, რადგან საქმეში მისი გარემოცვის წევრების კვალი იკვეთება.

სწორედ პრემიერის ოფისის თანამშრომლებისა და მაფიასთან კავშირში მყოფი იტალიელი ბიზნესმენის კავშირებზე წერდა ბოლო სტატიას მოკლული ჟურნალისტი.

გამოძიებამ მკვლელობის მოტივად იან კუჩიაკის პროფესიული საქმიანობა დაასახელა და 20-მდე მაღალჩინოსანი დაკითხა. მკვლელობა რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა, ბრალდებული გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს.

დღის ამბები