ცენტრი ემპათია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, ოფიციალურად მიმართავს და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების გაფართოებას ითხოვს.
საუბარია საოკუპაციო ზოლის გარშემო მდებარე სოფლებიდან ადამიანთა გატაცებაზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.
განცხადებაში კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, მათ შორის ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმე.
ცენტრი ემპათია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ ამ საქმით დაინტერესდნენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგან.