20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
გამოდის რომ, თუ რუსეთი ჩვენ გაგვამწარებს, ჩვენ შეიძლება რაღაც პოზიციები დავთმოთ,- ელენე ხოშტარია პრემიერის განცხადებას აფასებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ტატუნაშვილის საქმეზე პრემიერის მიერ რუსეთში გაგზავნილ მიმართვაზე საუბრობს და მთავრობის ხელმძღვანელს მკაცრად აკრიტიკებს. 

"მაშინ, როდესაც რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, ოკუპაციაზე, ის ოკუპანტი სახელმწიფოა, ესე ისრების გადატანა შემსრულებლებზე არის აბსოლუტურად არასწორი. გამოდის რომ თუ რუსეთი ჩვენ გაგვამწარებს, რასაც ეხლა შვება, ჩვენ შეიძლება რაღაც პოზიციები დავთმოთ,"-აცხადებს ელენე ხოშტარია. 

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ტატუნაშვილის გადმოსვენებას უახლოეს დღეებში ელოდებიან, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ აკონკრეტებენ.

ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში გადმოსვენებას ცხედრის, თუმცა როდის მოხდება ჯერჯერობით ძალიან რთული სათქმელია ჩემთვის,"-აცხაებს თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები