06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
რესტორანში, სადაც რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავდასხმამდე იმყოფებოდა, ქიმიური ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს

რესტორანში, სადაც რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავდასხმამდე იმყოფებოდა, ქიმიური ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. ქალაქ სოლსბერიში მდებარე პიცერია, ოთხ სხვა ადგილთან ერთად, გამომძიებლებს ამ დრომდე შემოღობილი აქვთ. მომხდართან დაკავშირებით ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგანგებო კომიტეტ "კობრას" რიგით მეორე შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ემბერ რადმა განაცხადა, რომ გამოძიებაში პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების 250 თანამშრომელია ჩართული.

მათ უკვე დაადგინეს 200-ზე მეტი მოწმის ვინაობა და ამდენივე მტკიცებულებაც მოიპოვეს, რომლებსაც სპეციალისტები სწავლობენ. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ თავდასხმის უკან მოსკოვი დგას, ოფიციალური ლონდონი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სრულ ბოიკოტს არ გამორიცხავს.

დღის ამბები