06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო კომპლექს "კინჟალის" ზებგერითი რაკეტა გამოცადა 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოფიციალური მოსკოვი კვლავ ძალის დემონსტრირებას ცდილობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელზეც სარაკეტო კომპლექს "კინჟალის" ზებგერითი რაკეტის გამოცდაა ასახული.

უწყების ცნობით, მიგ 31-ის ტიპის ავიაგამანადგურებლი, რომელმაც რაკეტა გაუშვა, სამხრეთ სამხედრო ოლქის აეროდრომიდან აფრინდა. შოიგუს უწყებაში ამტკიცებენ, რომ გამოცდა წარმატებით დასრულდა და რაკეტამ სამიზნე გაანადგურა. რუსეთის არმიის უახლესი შეიარაღება ვლადიმერ პუტინმა პირველ მარტს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას წარადგინა.

დღის ამბები