საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
გიორგი კვირიკაშვილს “ზაგულბას” სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. გარდა ამისა პრემიერი შეხვდება მის აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს.
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.
განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იქნება.