20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
გამოცდა უნდა იყოს ყოველმხრივ ანონიმური - ანა დოლიძე მოსამართლე საგამოცდო სისტემაში ცვლილებებს ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეების საგამოცდო სისტემას განიხილავენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, თვლის, რომ არსებული სისტემა ობიექტური არ არის და გამოცდებზე მოსამართლეთა ანონიმურობა სრულად უნდა იქნას დაცული. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრულად უნდა ჩამოშორდეს მოსამართლეთა გამოცდების პროცესს. 

„საკვალიფიკაციო გამოცდისგან თითქმის მთლიანად უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს ჩამოშორება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ობიექტური შეფასების სისტემა. წარმოდგენილ ცვლილებებში მაინც  კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი უფლება დაუწეროს ნიშანი გამოსაცდელ პირს.

მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს დაცული გამოცდა უნდა იყოს სრულიად და ყოველმხრივ ანონიმური,“-აცხადებს დოლიძე.

დღის ამბები