06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
აშშ რუსეთს ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებს

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, მოსკოვს ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ჯეიმს მატისმა, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი ან არაკომპეტენტურია და არ შესწევს ძალა ასადის რეჟიმზე გავლენა იქონიოს ან სირიის მთავრობასთან საიდუმლო შეთანხმება აქვს დადებული. 

მისი თქმით, სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი შესაბამის ზომებს მიიღებს.

დღის ამბები